საქართველოდან ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, 54 პროცენტით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 2010-05-04 15:28:00

საქართველოდან ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2008 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 3 პროცენტით. აღნიშნულ მაჩვენებლებს მთავრობა ავრცელებს.

მიმდინარე წლის პირველ კარტალში ექსპორტის მაჩევენებლმა მთლიანად 339 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, პირველ კვარტალში იმპორტი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 6 პროცენტით აღემატება, ხოლო 2008 წელთან შედარებით 27 პროცენტით ნაკლებია.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, იმპორტმა 1 020 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2010 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით, სავაჭრო ბალანსის დეფიციტი შემცირებულია 8.7 პროცენტით, ხოლო 2008 წლის ამავე პერიოდის მონაცემთან - 37 პროცენტით.