თეირანმა მოსკოვს საჰაერო სივრცე დაუთმო

საქართველო, თბილისი - 2015-09-09 14:57:00

ირანმა რუსეთს სირიაში ჰუმანიტარული ტვირთების შესატანადსაკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა. ამის შესახებ თეირანში რუსეთის საელჩოს პრეს-ატაშემ მაქსიმ სუსლოვმა განაცხადა.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო საბერძნეთმაც, ბულგარეთმა კი რუსეთს საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა.