ცოტნე გამსახურდიას ბრალი წაუყენეს

საქართველო, თბილისი - 2009-10-29 17:00:00

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს, ცოტნე გამსახურდიას ბრალი წაუყენეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მისმა ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, გამსახურდიას განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება.

"ცოტნეს ბრალი ორი მუხლით 19/108-ითა და 236-ის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენეს. ბრალდებები უსაფუძვლოა და ის გამოძიების ფანტაზიების ნაყოფს წარმოადგენს", - განუცხადა ბექაურმა "ჯი-ეიჩ-ენს", რომლის მტკიცებითაც, ცოტნე გამსახურდია იარაღს საერთოდ არ ინახავდა.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ გაიმართება.

გამსახურდიას სავარაუდოდ 2-თვიან წინასწარ პატიმრობას შეუფარდებენ.

შეგახსენებთ, რომ პირველი პრეზიდენტის ვაჟი გუშინ, მეზობლის დავით ბაჯელიძის დაჭრისთვის დააკავეს.