საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება" მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 100 ათას ლარს მიიღებს

საქართველო, თბილისი - 2009-10-29 15:56:00

 საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება" მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 100 ათას ლარს მიიღებს. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ უკვე გასცა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის N 711-ე ბრძანებულებაშია ნათქვამი, აღნიშნული თანხა საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიას "ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად" ესაჭიროება.