ტლაშაძე 2009 წლის 14 ივნისს დააკავეს. მას პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოში მიყვანის შემდეგ მაგიდაზე დაუდეს სუბოტექსის ნატეხი და უთხრეს, რომ "ეს ნარკოტიკული ნივთერება მას ეკუთვნოდა". გორის სასამართლომ ტლაშაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე კახაბერ შარტავა და გენერალური მდივანი რევაზ შავიშვილი ესწრებიან.