გამგებელს ხელფასი 1600 ლარი, ხოლო მის მოადგილეს - 1100 ლარი ექნება

საქართველო, თბილისი - 2009-10-29 13:02:00

გამგებელს ხელფასი 1600 ლარი, ხოლო მის მოადგილეს - 1100 ლარი ექნება. ამის შესახებ თბილისის მერმა, გიგი უგულავამ თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

"გამგებლის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ დედაქალაქის მთავრობის სხდომებში, ისინი საკუთარი უბნების პრობლემატიკას დასვამენ და გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ," - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, გამგებლის სახელფასო ოდენობა საკრებულომ განსაზღვრა და მისი მოადგილის შესაბამისი იქნება, ხოლო გამგებლის წარმომადგენლის მოადგილის ხელფასი იქნება გამგებლის აპარატის უფროსის ხელფასის შესაბამისი.