მენინგიკოქცემიის დიაგნოზით 6 თვის ბავშვი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2009-10-29 09:45:00

მენინგიკოქცემიის დიაგნოზით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 6 თვის ბავშვი გარდაიცვალა. ბავშვი საავადმყოფოში დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან რამდენიმე საათში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექიმების განცხადებით ბავშვს დაავადების რთული ფორმა აღმოაჩნდა.

"გუშინ საღამოს 9 საათზე ბავშვს შეამჩნიეს სისხლჩაქცევები. გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება. ბავშვი საავადმყოფოში გადმოიყვანეს, მაგრამ ეს იყო დაავადების უმძიმესი ფორმა.. ავადმყოფის გადარჩენა ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად ვერ მოხერხდა", _ აცხადებენ ექიმები.

თბილისში ბოლო პერიოდში მენინგიტის 11 შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდა.