ხვალ ლევან ლოლიაშვილისა და შალვა გოგინაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება

საქართველო, თბილისი - 2009-10-28 18:42:00

 ხვალ, 29 ოქტომბერს, განახლდება პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულების, ოპოზიციის აქტივისტების, ლევან ლოლიაშვილისა და შალვა გოგინაშვილის სასამართლო პროცესი.

პროცესზე 20-მდე მოწმის, ძველი თბილისის რაიონის პოლიციისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს დაკითხავენ.

გოგინაშვილს 22 წლამდე, ლოლიაშვილს კი 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ლოლიაშვილის ინტერესებს ადვოკატები ელგუჯა ჩხაიძე და გელა ნიკოლაიშვილი იცავენ. გოგინაშვილს _ ლალი აფციაურია.

საქმე ეხება 2009 წლის 28 მაისს, ოპოზიციის მიტინგების პერიოდში ფურცელაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს. პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდნენ პოლიციელები და აქციის მონაწილეები.