რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის აუქციონი 6 ნოემბერს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2009-10-28 17:34:00

 რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 6 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. აუქციონში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კომპანია, "გლობა ერთი" მიიღებს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია "გლობალ ერთი"-ს განაცხადის საუძველზე ქ.თბილისში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2 ოქტომბერს გამოაცხადა.

რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საფასურის საწყისმა ოდენობამ 5 932 ლარი შეადგინა. აუქციონის ერთი ბიჯი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტია.