მორიგი თავდასხმა ავღანეთში. პაკტიკის პროვინციაში შეიარაღებული პირები თავს გამნაღმველებს დაესხნენ, რომლებიც გზას ნაღმებისგან წმენდნენ. მათ 12 გამნაღმველი გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს. გატაცენულთა ადგილ-სამყოფელი ამ დრომდე უცნობია.