ერაყის არმიამ ტიკრიტზე მასირებული იერიში დაიწყო

საქართველო, თბილისი - 2015-03-02 11:53:00

ერაყის არმიამ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. სამთავრობო ძალები ტიკრიტზე შტურმს ახორციელებენ. სადამ ჰუსეინის მშობლიური ქალაქი გასული წლის ზაფხულიდან ჯიჰადისტთა კონტროლს ექვემდებარება. ოპერაციის დაწყებამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ აბადიმ ისლამისტთა მხარეს მებრძოლ სუნიტებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.