უკრაინამ რუსული სამხედრო თვითმფრინავების ექსპორტი საფრთხის ქვეშ დააყენა

საქართველო, თბილისი - 2015-02-25 17:29:00

რუსული სამხედრო თვითმფრინავების ექსპორტი საფრთხის ქვეშ დადგა. უკრაინამ რუსეთს  ერ-73 ტიპის რაკეტებისთვის განკუთვნილი სითბური თავების მიწოდება შეუწყვიტა. აღნიშნული ტიპის რაკეტებით რუსეთში წარმოებული თითქმის ყველა სახის ავიაგამანადგურებელია აღჭურვილი. დღემდე რაკეტებისთვის საჭირო სითბურ ელემენტებს რუსეთი უკრაინისგან ყიდულობდა.