კემერონი: უკრაინაში ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორები ჩავლენ

საქართველო, თბილისი - 2015-02-25 08:11:00

ლონდონი უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორებს გაგზავნის. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ბრიტანელი სპეციალისტები უკრაინაში მარტში ჩავლენ და არმიის გაწრთვნაში მიიღებენ მონაწილეობას. კემერონის განმარტებით, ბრიტანეთი არც უკრაინის იარაღით მომარაგებას გამორიცხავს, თუმცა ჯერჯერობით საუბარი მხოლოდ არალეტალურ იარაღზეა.