ნიგერიაში ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2015-02-24 17:19:00

მასშტაბური ტერორისტული აქტი ნიგერიაში. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქალაქ პოტისკუმში ავტობუსების გაჩერებაზე აიფეთქა. ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.