სამართალდამცველებმა სამედიცინო ინსტიტუტ "კავკასიის" რექტორი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2009-10-28 12:47:00

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამედიცინო ინსტიტუტ "კავკასიის" რექტორი გივი იორამაშვილი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მას ინსტიტუტის ყალბი დიპლომის დამზადება ედება ბრალად.

"გივი იორამაშვილმა 3000 აშშ დოლარის საფასურად, მოქალაქეს დაუმზადა ინსტიტუტის ყალბი დიპლომი, ხოლო შუამავალს - რატი რატიანს, ამ თანხიდან 500 აშშ დოლარი გადასცა", - აცხადებენ შსს-ში.

აღსანიშნავია, რომ იორამაშვილთან ერთად დაკავებულია რატი რატიანიც.

გამოძიება სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს და მას სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი აწარმოებს.