ერაყში 50-ზე მეტი ისლამისტი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 2015-02-24 08:32:00

ისლამისტები ერაყში დიდ დანაკარგებს განიცდიან. საერთაშორისო კოალიციამ ჯიჰადისტთა პოზიციებზე რამდენიმე საჰაერო იერიში განახორციელა, რასაც "ისლამური სახელმწიფოს" 52 მებრძოლი ემსხვერპლა. ისლამისტებმა კონტროლი დაკარგეს ალ-ბაღდადის მნიშვნელოვან ნაწილზეც. გავრცელებული ინფორმაციით, აპრილის დასაწყისში ადგილობრივი ქურთები მოსულზე გადამწყვეტი იერიშის მიტანას და ერაყის სიდიდით მეორე ქალაქის რადიკალებისგან გაწმენდას აპირებენ.