თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერთან არსებული შშმპ საკითხებზე მომუშავე საბჭო დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 2015-02-17 20:22:00

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება დაამტკიცა.

საბჭოს შექმნა გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციისკენ გადადგმული ნაბიჯია და მისი მიზანი შშმ პირებთან დაკავშირებით საქალაქო პოლიტიკის შემუშავებაა.

საბჭოს ეყოლება აღმასრულებელი მდივანი და თბილისის მერიის 9 საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემის 11 ექსპერტისგან დაკომპლექტდება.