რუსეთი დონბასში მე-14 ჰუმანიტარულ კოლონას გზავნის. ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანები აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით უკვე დაიძრა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის განცხადებით, დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლები ამჯერად 70 ტონა ტვირთს, ძირითადად სამედიცინო მედიკამენტებს მიიღებენ.