დონეცკში ავტოსადგური დაბომბეს

საქართველო, თბილისი - 2015-02-11 12:52:00

დონეცკში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის. გამთენიისას ქალაქის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საარტილერიო ჭურვი აფეთქდა. აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მნიშვნელოვნად დაზიანდა ავტოსადგურის შენობაც. სეპარატისტები მომხდარში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებენ.