ისლამისტებმა კამერუნიდან 30-მდე ადამიანი გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 2015-02-10 10:10:00

ნიგერიაში ისლამისტები გააქტიურდნენ. "ბოკო ჰარამის" რადიკალური დაჯგუფების მებრძოლებმა იერიში მეზობელი კამერუნის ტერიტორიაზე მიიტანეს. ერთ-ერთი სოფლიდან მათ 30-მდე ადამიანი გაიტაცეს. ისინი ავტობუსიდან ჩამოსვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. კამერუნის ტერიტორიაზე ისლამისტები ნიგერიიდან ინტენსიურად გადადიან, რის გამოც მათ წინააღმდეგ სპეცოპერაცია რამდენჯერმე მოეწყო.