უკრაინელები დებალცევოში პოზიციებს ინარჩუნებენ

საქართველო, თბილისი - 2015-02-10 10:00:00

დებალცევოში სეპარატისტთა მიერ უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევის ფაქტს ოფიციალური კიევი არ ადასტურებს. საგანგებო განცხადება გვიან ღამით ანტიტერორისტული ოპერაციის პრეს-სპიკერმა ანდრეი ლისენკომ გააკეთა.

მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები პოზიციებს ინარჩუნებენ და ამბოხებულთა იერიშებს წარმატებით იგერიებენ.

ინფორმაცია უკრაინელების ალყაში მოქცევის შესახებ გუშინ დონეცკის დეფაქტო თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა ედუარდ ბასურინმა გაავრცელა.