დონბასში შეტაკებები გრძელდება
საქართველო, თბილისი - 2015-02-09 15:33:00

ამბოხებულები დონბასში კატასტროფულ დანაკარგებს განიხდიან. ანტიტერორისტული ოპერაციის პრეს-ცენტრის წარმომადგენლის, ანატოლი სტელმახის მტკიცებით, მხოლოდ ბოლო ერთი დღის განმავლობაში შეტაკებებს 200-მდე სეპარატისტი ემსხვერპლა. განადგურებულია 15 ერთეული სამხედრო ტექნიკა. უკრაინელმა სამხედროებმა კი მეტოქის ყველა იერიში წარმატებით მოიგერიეს. მსხვერპლი უკრაინულ მხარესაც არის. შეიარაღებული ძალების პრეს-სპიკერის, ვლადისლავ სელეზნიოვის თქმით, შეტაკებებს ბოლო 24 საათის განმავლობაში 9 უკრაინელი სამხედრო შეეწირა.