სობჩაკი: უკრაინაში რუსი ჯარისკაცები იბრძვიან

საქართველო, თბილისი - 2015-02-09 14:54:00

დონბასში რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები იბრძვიან. ამის შესახებ ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა განაცხადა. ამის გამო ტელეწამყვანს ტელეკომპანია ნტვ-ს სტუდიაში სკანდალი მოუწყვეს. თოქ-შოუ ხმაურით დასრულდა, რის შემდეგაც სობჩაკმა "ტვიტერში" შემდეგი შინაარსის პოსტი დადო: "საწყალი, საწყალი ხალხი...არადა, თავს პირობა მივეცი, რომ ფედერალურ არხებზზე აღარ გამოვიდოდი. ამდენი ტყუილი ხომ ჯანმრთელობსა ვნებს."