დონეცკში შეტაკებები გრძელდება

საქართველო, თბილისი - 2015-02-07 11:35:00

მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკების ფონზე დონეცკში შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა.

უკრაინული მხარის მტკიცებით, სეპარატისტებმა მათი პოზიციების მიმართულებით ცეცხლის 29-ჯერ გახსნეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ოფიციალურ კიევს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია,

დონეცკის დეფაქტო ლიდერების თქმით კი, მაკეევკაში ამბოხებულებმა უკრაინელ დივერსანტთა ჯგუფი გაანადგურეს.