მოსკოვის მოლაპარაკება კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა

საქართველო, თბილისი - 2015-02-07 10:35:00

გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა მოსკოვში გვიან ღამით დასრულდა, თუმცა მოლაპარაკების შედეგი ბუნდოვანია. 5 საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ანგელა მერკელმა და ფრანსუა ოლანდმა რუსეთის დედაქალაქი უკომენტაროდ დატოვეს.

მოგვიანებით კი მცირე კომენტარი პუტინის პრეს-მდივანმა გააკეთა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, მხარეები ერთობლივი დოკუმენტის შემუშავებას ცდილობენ, რომელიც მინსკის შეთანხმების ერთგვარი იმლემენტაცია იქნება.

დოკუმენტს დღეს მხარეები ტელეფონით განიხილავენ.

სატელეფონო მოლაპარაკებებში უკრაინის პრეზიდენტიც ჩაერთვება.