კიევი უკრაინის ფედერალიზაციის თემას არ განიხილავს

საქართველო, თბილისი - 2015-02-07 10:34:00

პეტრო პოროშენკოს ანგელა მერკელსა და ფრანსუა ოლანდთან შეხვედრისას უკრაინის ფედერალიზაციის იდეა არ განუნუხილავს. ამის შესახებ პოროშენკოს ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჩალიმ განაცხადა. "არანაირი ფედერალიზაციის საკითხი 5 თებერვლის შეხვედრაზე არ განხილულა. მოლაპარაკების მიზანი იყო ის, რომ მოსკოვში გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების გამგზავრებამდე პოზიციების შეჯერება მომხდარიყო. არანაირი დოკუმენტი და ე.წ. პუტინის გეგმა მხარეებს არ განუხილავთ,"-აღნიშნა ჩალიმ.