ბელარუსული პროდუქტით დატვირთული სატვირთო მანქანები რუსეთში არ შეუშვეს
საქართველო, თბილისი - 2015-02-06 17:44:00
ბელორუსიდან იმპორტირებული პროდუქტები რუსეთის საზღვრიდან გააბრუნეს. 18 ტონა ქათამი, 22 ტონა ყველი და 22 ტონა კარტოფილი სვერდლოვსკის საბაჟოზე დააკავეს და როსსელხოდნადზორის განკარგულებით, ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. უწყების განმარტებით, ბელორუსული პროდუქტი რუსეთის სანიტარული სამსახურის ნორმებს არ აკმაყოფილებს.