ტერაქტი ოდესაში
საქართველო, თბილისი - 2015-02-06 12:41:00
მორიგი ტერაქტი უკრაინაში. ძლიერი აფეთქების ხმა ამჯერად ოდესის ცენტრალურ რაიონში დილის 4 საათზე გაისმა. ასაფეთქებელი მოწყობილობა პრივატბანკის ერთ-ერთ განყოფილებასთან ამოქმედდა, რის შედეგადაც ოფისის ნაწილი დაზიანდა. ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.