დღეს საბავშვო წიგნის დღისადმი მიძღვნილი სემინარი დასრულდება

საქართველო, თბილისი - 2009-10-28 09:11:00

დღეს, 28 ოქტომბერს, თინათინ თუმანიშვილის სახელობის თბილისის თოჯინების მუზეუმში საბავშვო წიგნის დღისადმი მიძღვნილი სემინარი დასრულდება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან შვედეთის მწერალთა კავშირი - საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის სექცია, შვედ მხატვართა გაერთიანება, შვედური ინსტიტუტი. საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდ "ლიბოსთან" და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

სემინარი 27 ოქტომბერს გაიხსნა.