ხვალ მოწმეები დაიკითხებიან. წინა სხდომაზე დაიკითხა დოკვაძის შვილი ანა დოკვაძე და გამომძიებელი, რომელმაც ჩხრეკის ოქმი შეადგინა.
დოკვაძეს ბრალად ედება ვაკეში რამდენიმე თვის წინ ცოლ-ქმრის, ელზა გულიაშვილისა და გოჩა კვიტრიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობა. გულიაშვილი შემთხვევის დროს ორსულად იყო.
დოკვაძე ადრე 10-წლიან სასჯელს იხდიდა დივერსიული აქტისთვის და სამშობლოს ღალატისთვის, თუმცა მოგვიანებით და პოლიტპატიმრად აღიარეს და მისი რეაბილიტაცია მოხდა.