ეს აქცია საფუძველს ჩაუყრის აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის ბაზაზე ეკოლოგიური განათლების ცენტრის შექმნას, რომელიც მზრუნველობას გაუწევს ახალ ნერგებს და განახორციელებს ეკო პროექტებს სხვადასხვა სკოლებთან პარტნიორობით. ამ მიზნით აქციაზე მოწვეული არიან თბილისში გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ეკო კლუბის მოსწავლეები.
ეკოლოგიური განათლება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სამშვიდობო განათლების სტრატეგიის ნაწილია. აქციაზე მოსწავლეებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები ეკო აქციისა და თბილისის ზღვის მნიშვნელობის შესახებ, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების პრინციპებზე. ღონისძიების ბოლოს, საგანგებოდ მომზადებულ ბარათებზე მონაწილეებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაწერონ „მწვანე სურვილები", რომლებიც სამახსოვროდ გადაეცემა აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის ახლად-შექმნილ მოსწავლეთა ეკოლოგიური განათლების ცენტრს.