საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2010-04-07 09:40:00

დღეს, 7 აპრილს, 14.00 საათზე, საარტილერიო ბრიგადის სამხედრო ბაზაზე შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და აშშ-ის ევროპული და ამერიკული მიმართულებების საზღვაო ქვეითთა ძალების სარდლობის დელეგაცია დაესწრება