დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი სოციალურად დაუცველი ოჯახები სააღდგომო ნობათს მიიღებს

საქართველო, თბილისი - 2010-04-01 13:13:00


დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის ინიციატივით, რაიონში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები სააღდგომო ნობათს მიიღებს.

პასკა და სხვა სახის პროდუქტები დღეს 400-მდე ადამიანს უკვე დაურიგდა. ტკბილეული რაიონში მდებარე კიდევ 4 უფასო სასადილოში დარეგისტრირებულ 1 500-მდე სოციალურად დაუცველს გადაეცემა.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობა სააღდგომო აქციას უკვე მე-5 წელია მართავს.