რუსთაველის თეატრი აჭარასა და სამეგრელოში გასტროლებს მართავს

საქართველო, თბილისი - 2009-10-27 09:12:00

27, 28 და 29 ოქტომბერს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი ფოთში, ზუგდიდსა და სენაკში ~ყოფილების სარეცელს~ წარმოადგენს.

თეატრი 130-ე საიუბილეო სეზონთან დაკავშირებით აჭარასა და სამეგრელოში გასტროლებს მართავს.