ადგილობრივი წყაროების ცნობით, ბელორუსების ვიზიტის მიზანი საქართველოში საქმიანი პარტნიორების პოვნა და ურთიერთმომგებიანი კავშირების დამყარებაა.
ბელორუსი ბიზნესმენები ფოთსაც ესტუმრებიან. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ფოთში გაიმართება ქართულ-ბელორუსული ბიზნეს-ფორუმი. ასევე, ბელორუსელი სტუმრები შეხვედრებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროშიც გამართავენ.
ბელორუსი ბიზნესმენები საქართველოში 15 ნოემბრამდე დარჩებიან.