ქართული ცხვარის მიმართ არაბებმა ინტერესი ბოლო რამდენიმე თვეა რაც გამოამჟღავნეს. ფერმერების თქმით, არაბები ერთ ცხვარში 110-120 ლარს იხდიან. ნაყიდი ცხვარი მათ არაბეთში გემებით გადაჰყავთ. როგორც ცნობილია, საქართველოს მთიანეთის ცხვრის ხორცი და მატყლი განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა.
ყოველწლიურად არაბეთში, ისევე როგორც სხვა მუსლიმანურ ქვეყნებში რელიგიური დღესასწაული ყურბან - ბაირამი იმართება. ამ დღესასწაულზე ყველა ოჯახი ცხვარს კლავს და ხორცს გაჭირვებულებს უნაწილებს. ამ პერიოდში არაბეთში ასიათასობით სული ცხვარი იკვლება.