შეჯიბრებაში 20 მოყვარული სპორტსმენი მიიღებს მოანწილეობას, ყველა მონაწილე დიპლომებით დაჯილდოვდება, გამარჯვებულებს კი ტურნირის თასი და მედლები გადაეცემათ.
სპორტულ ღონისძებას საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიის ფარგლებში ახორციელებს, მისი ძირითადი მიზანი მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და არასრულწლოვნების დანაშაულებრივი გზისთვის არიდებაა.