"ჯი-პი-სი"-ს აფთიაქზე შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა მოხდა

საქართველო, თბილისი - 2009-10-26 11:56:00

წუხელ, გვიან ღამით გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩა #37-ში მდებარე ფარმაცევტულ კომპანია "ჯი-პი-სი"-ს აფთიაქზე შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა მოხდა.

აფთიაქის თანამშრომლების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა წაიღეს ფული, თუმცა თანხის მოცულობას არ აკონკრეტებენ.

აფთიაქი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყაჩაღობის დროს მომსახურე პერსონალი ადგილზე იმყოფებოდა. აფთიაქის თანამშრომლებიდან არავინ დაშავებულა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.