შეხვედრაზე საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა სტუმრებს საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება გააცნო და 27 თებერვალს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებზე ესაუბრა.
მხარეებმა ასევე განხილეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას უკავშირდება.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეუთო-ს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა კონსტრუქციული მედიაციისთვის იმ მნიშვნელოვან ფორმატებში, როგორიცაა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის (IPRM) შეხვედრები.