გალერეა "ბაიაში" მაიკ ბურგოლტის ფოტოგამოფენა სახელწოდებით "ჩემი მოგზაურობა კალიფორნიიდან კავკასიამდე" გაიხსნება
საქართველო, თბილისი - 2014-01-28 12:55:00
![]()
ხვალ, 29 იანვარს, გალერეა "ბაიაში" მაიკ ბურგოლტის (ლინკოლნი, მონტანას შტატი) ფოტოგამოფენა სახელწოდებით " ჩემი მოგზაურობა კალიფორნიიდან კავკასიამდე" გაიხსნება.
ექსპოზიციაზე ფოტოგრაფის მიერ გადაღებული შავ-თეთრი ფოტოები, რომელიც კალიფორნიიდან იწყება და თუშეთში მთავრდება იქნება წარმოდგენილი.
გამოფენა გალერეა "ბაიაში" 4 თებერვლამდე გაგრძელდება.