ქუთაისში მდებარე მეფრინველეობის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფაბრიკამ „ქართულმა ქათამმა" წარმოება გააორმაგა. როგორც ფაბრიკაში აცხადებენ, მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა და მიწოდება-რეალიზაციის დისბალანსი შეიქმნა. რეალიზაციის მატებას კი ფაბრიკის ხელმძღვანელობა ხელმისაწვდომი ფასითა და პროდუქციის ხარისხითაც ხსნის.
მათი თქმით, „ქართული ქათმის" პროდუქცია არსებული ფასებზე 1 ლარით ნაკლებია და კილოგრამზე 6 ლარს შეადგენს. „ქართული ქათამი" დედაქალაქისა და რეგიონების მასშტაბით იყიდება, თუმცა როგორც ფაბრიკაში აცხადებენ პროდუქციის 60%-ის მომხმარებელი რესტორნებია.
ქათამზე მოთხოვნა 15%-ით გაიზრდა დედაქალაქში მოქმედი აგრარული ბაზობების ნაწილშიც. როგორც ბაზრობებზე დასაქმებული მცირე მეწარმეები აცხადებენ, მომხმარებლის მატება კრიზისის დაძლევის და მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგია. ამ დროისთვის აგრარულ ბაზრობებზე ფასები 5-დან 7-დ ლარამდე მერყეობს.