საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ოფიციალური მიღება გამართა. მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა დიპლომატებისა და საერთაშორისო ორგანზიაციების წვლილს ქართული ეკონომიკის წარმატებაში და მათ გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პოლოლიკაშვიმა სტუმრებს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის გეგმა გააცნო. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გეგმა პოსტკრიზისულ პერიოდში საფუძველს ჩაუყრის შედეგებზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარების ახალ ტალღას.
"სტაბილური ეკონომიკიის მრავალწლიანი გეგმის ჩამოყალიბება ეკონომიკის მეტი ლიბერალიზაციაა და შესაბამისად ბიზნესსაქმიანმობის მეტი თავისუფლება. უფრო მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, თანამედროვე სტრანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, ქვეყნისთვის პრიორიტეტული დარგების მაქსიმალური ხელშეწყობა, ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია მსოფლიო ბაზარზე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და ხალხის დასაქმებისთვის ბევრად უკეთესი პერსპექტივის შექმნა _ ეს ის მთავარი ამოცანებია, რომელთა განსახორციელებლადაც იქმნება ახალი ეკონომიკყური სტრატეგია. მათი სისრულეში მოყვანა საშუალებას მოგვცემს, წარმატებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოდ ვიქცეთ", _ განაცხადა მან.
მინისტრის განცხადებიტთ, ეს იქნება კონკრეტული დეტალურად გაწერილი დოკუმენტი, რომელიც ეკონომიკის ყველა სეგმენტს შეეხება.
"მისი განხორციელება კი თქვენთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებლად მიგვაჩნია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტის მოსამზადებლად სამინისტროში პროფესიონალთა გუნდი შეიკრიბება, რომელსაც დახმარებას გაუწევენ საერთაშორისო ექსპერტები, ცნობილი ეკონომისტები და მაღლალკვალიფიციური კონსულტანტები.
პოლოლიკაშვილის განცხადებით, მათთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად შემუშავდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სამწლიანი სტრატეგია, რომლითაც ქვეყანა სულ მცირე 10 წლის განმავლობაში იხელმძღვანელებს.
"მზადყოფნას გამოვთქვამთ, თქვენი ნებისმიერი მოსაზრება მოვისმინოთ და გავიზიაროთ. ჩვენს შორის კომუნიკაცია კიდევ უფრო ინტენსიური უნდა გახდეს და რაც მთავარი კონკრეტიულ პროექტებში თანამშრომლობის სახე მიიღოს. რისთვისაც წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ", _ განაცხადა მან.