მოსკოვში ვლადიმირ პუტინის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა განიხილება. რუსეთის მხრიდან შეხვედრაზე ასევე იმყოფებიან პუტინის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი და მისი თანაშემწე, იური უშაკოვი.
კრემლის ინფორმაციით, შეხვედრის ხანგრძლივობის მკაფიო რეგლამენტი არ არსებობს და იმდენ ხანს გაგრძელდება, “რამდენიც იქნება საჭირო”.
ეს წელს რუსეთში უიტკოფის მეექვსე ვიზიტია .