ზვიად მაისაშვილი, რომელსაც საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პერიოდში, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის თანამშრომელი თავს დაესხა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ის BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო სიუჟეტის ერთ-ერთი ფიგურანტია.
მაისაშვილის სუს-ში დაბარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტი და აქტივისტი თორნიკე რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ზვიოც დაიბარეს გამოკითხვაზე BBC-სთან დაკავშირებულ საქმეზე. შეგახსენებთ, რომ ზვიო მხოლოდ თვეების შემდეგ ცნეს დაზარალებულად და მის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დღემდე არცერთი ჯალათი არ არის იდენტიფიცირებული და მითუმეტეს დასჯილი”, - წერს რაზმაძე.
ამავე საქმის ფარგლებში დღეს სუს-მა გამოკითხვაზე ექიმები კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილები, მკვლევარი გელა ღუნაშვილი და დროას წევრი თათა ხუნდაძე დაიბარა