მოლდოვა დგას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის გვერდით თავისუფლებისთვის მათ ბრძოლაში, - ამის შესახენ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ წერს.
„ქართველები ევროპელები არიან.
საქართველოს მომავალი ევროპაშია და არავის აქვს უფლება, ეს მათ წაართვას.
მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობით დგას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის გვერდით თავისუფლებისთვის მათ ბრძოლაში“, - წერს მაია სანდუ.