თბილისის მერიამ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ ყველაზე მაღალრეიტინგულ სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა.
სტუდენტებს დღეს გიგი უგულავა შეხვდა. თბილისის მერის განცხადებით, ახალგაზრდები ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ თბილისის მერის სახელობის სტიპენდიას 100 ლარის ოდენობით.
სტუდენტებთან შეხვედრაზე უგულავამ მთავრობის ახალ ეკონომიკურ პაკეტზედაც ისაუბრა. ის ამბობს, რომ ლიბერალური ეკონომიკა ხელისუფლების პრიორიტეტია, რაც საქართველოში საუკეთესო ბიზნესგარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.