ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბანკში ორი თავმდამსხმელია შეჭრილი, რომლებიც შეიარაღებულები არიან ხელყუმბარითა და ავტომატით.
როგორც იუწყებიან, ბანკის შენობაში დაახლოებით 30 ადამიანი იმყოფება.
ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული და სპეცოპერაცია მიმდინარეობს.