ამერიკულმა რესტორნების ქსელმა "დანკინმა" თბილისში ორი ახალი რესტორანი გახსნა. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირ 18 ნომერში, ვასო გოძიაშვილის სახელობის სკვერში (ყოფილი "წითელი ბაღი") და ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე #31-ში გახსნილი რესტორნები ახლებური ინტერიერის დიზაინის კონცეფციით და გემრიელი მენიუს სრული ასორტიმენტითაა წარმოდგენილი.
"დანკინი" განვითარებას განაგრძობს ისე, რომ ყველა ერთგულ მომხმარელებთან უფრო ახლოს იყოს. ზაფხულის ბოლომდე ლეგენდარული ამერიკული ბრენდი კიდევ სამ ობიექტს ვაკეში, არაყიშვილის ქ. #3-ში, ისანი მოლში და მოსკოვის პროსპექტზე გახსნის და მთელს საქართველოში უკვე 33 რესტორნით იქნება წარმოდგენილი.
"ჩვენთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ მხოლოდ 5 წელიწადში შევძელით საქართველოში ლეგენდარული ამერიკული ბრენდის "დანკინის" რესტორნების ფართო ქსელის შექმნა. "დანკინი" საქართველოში ყავისა და ყავის პროდუქტების რესტორნების ინდუსტრიაში უდაო ლიდერია და კომპანიის პოზიცია კიდევ უფრო გამყარდება 2020 წლის ბოლომდე. კომპანიის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს ახალი კონცეფციის რესტორნების ქსელის განვითარებაც, რაც შესაძლებლობას მოგვცემს უფრო ახლოს ვიყოთ თითოეულ ჩვენს მომხმარებელთან", - აცხადებს "დანკინის" გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.
საქართველოში უმაღლესი ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 20-ზე მეტი სახეობის ცივი და ცხელი ყავის მოყვარულთათვის "დანკინი" შეუცვლელი თავშეყრის ადგილი გახდა. ამას გარდა, "დანკინის" რესტორნებში წარმოდგენილია 20-ზე მეტი უგემრიელესი სენდვიჩი, ქართული საცხობის პროდუქტები, საუზმე გრანოლათი, მრავალფეროვანი დონატები, ფრანგული ფუნთუშეული და სხვა მრავალი.