დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დანიის სამეფოს საზღვრები ევროკავშირის მიერ რეკომენდებული სიიდან მხოლოდ 6 ქვეყნისთვის გაიხსნება, რომელთა შორის საქართველო არ არის.
ავსტრალია, კანადა, იაპონია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა და ტაილანდი - ეს ის ქვეყნებია, რომელთა მოქალაქეები შეძლებენ დანიაში გამგზავრებას.
ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა და შვედეთმა.
შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც 1-ლი ივლისიდან საზღვრების გახსნა რეკომენდებულია. მანამდე საქართველოს მთავრობამ რეგულარულ ფრენებზე დაშვება უკვე მეოთხედ, 1-ელ აგვისტომდე გადაავადა.