დღეს, 31 ოქტომბერს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში, სადაც ნიკო ფიროსმანაშვილი დაიბადა, სახალხო დღესასწაული "ფიროსმანობა" აღინიშნება.
12:00 საათზე, კულტურული ღონისძიებები სოფელ მირზაანშია დაგეგმილი, ხოლო 16:00 საათზე დედოფლისწყაროს კულტურის სახლში ფიროსმანის საღამო გაიმართება.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მირზაანის მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად, შესაძლოა, საპროტესტო აქცია გამართონ. მირზაანის მოსახლეობის პროტესტი სოფელში საჯარო სკოლის გაუქმებას უკავშირდება. ადგილობრივებმა სკოლის აღდგენის მოთხოვნით განათლების სამინისტროს, კახეთის გუბერნატორს, ადგილობრივ გამგეობას, მაჟორიტარ დეპუტატს და საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის გაუქმების შემდეგ მირზაანი ათობით ოჯახმა დატოვა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა.